
მაისში წვიმიანი და ცივი ამინდი ყოველთვის ხელს უშლის ჯავახეთის სკოლების ეზოებში გამართულ ბოლო ზარის ღონისძიებებს. Jnews-მა გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე გადახედა, თუ როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 და 18 მაისს საქართველოში შედარებით უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსი ცელსიუსი იქნება, ხოლო ცენტრალურ დასავლეთ საქართველოში 25 გრადუს ცელსიუსზე მეტი, 19 მაისს ტემპერატურის ვარდნა და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 20 და 21 მაისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 მაისიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი.