ახალი პლატფორმები, ელექტრონული ტაბლოები და ონლაინ ბილეთები – ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება 2025 წლის 1 ივნისიდან.

მმართველი კომპანია “Okriba”, რომელსაც ამჟამად ეკუთვნის ავტოსადგურები თბილისსა და ქუთაისში, გვაცნობებს, რომ მოსამზადებელი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ყველა სამუშაო დროულად დასრულდება.

ავტოსადგურების წარმომადგენლის- პაატა კვავაძის თქმით, მოქმედი წესების ძალაში შესვლის შემდეგ, მგზავრებს სადგურზე განახლებული პლატფორმები და ელექტრონული ტაბლოები დახვდებათ, რომლებიც ტრანსპორტის ჩამოსვლზე, გამგზავრებზე ან დაგვიანებზე მიუთითებს.

სახელმწიფო ასევე მოითხოვს გადამზიდავებისგან მძღოლების ნასამართლეობის ცნობას და ნარკოტიკებზე შემოწმების უარყოფით პასუხს. კვავაძემ ასევე განაცხადა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მუშაობს ელექტრონულ სისტემაზე, საქართველოს მასშტაბით მგზავრობის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ.
ასევე, 1 ივნისიდან აიკრძალება 150 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარე პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებით და ნებადართული იქნება მხოლოდ სრულფასოვანი და ტევადი ავტობუსებით.