დღეს, 16 მაისს, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დარბაზში ჩატარდა კიკბოქსინგის მუნიციპალური ტურნირი, რომელიც ახალქალაქის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

8

ტურნირში 40-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან. სპორტსმენები სხვადასხვა წონით კატეგორიებში იბრძოდნენ. კონკურენტები 20 წყვილად იყვნენ დაყოფილნი და თითოეული ორთაბრძოლა გამოირჩეოდა საბრძოლო სულისკვეთებით, ტექნიკითა და სპორტსმენების მომზადების დონით.

7

კიკბოქსინგის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ტონაკანიანმა თქვა:

„ეს ტურნირი განსაკუთრებული შესაძლებლობაა ჩვენს სპორტსმენებისთვის, აჩვენონ თავიანთი ძალა და მომზადება. მინდა ღრმა მადლობა გადავუხადო ჩვენს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან. სწორედ მათი წყალობით შეგვიძლია კიკბოქსინგის განვითარება ჩვენს თემში.“

6

2

გამარჯვებულ სპორტსმენებსა და დამსახურებულ მწვრთნელებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ თასები და მედლები გადასცა.

5

4

შეჯიბრებებს სპორტსმენების მშობლები, ნათესავები და მეგობრებიც ესწრებოდნენ. დარბაზში თბილი და ენთუზიაზმით სავსე ატმოსფერო იყო.

ასევე იმყოფებოდა ახალქალაქის მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი.

შეჯიბრის შედეგების მიხედვით, სხვადასხვა წონით კატეგორიებში 16 სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა, 16 სპორტსმენმა – მეორე, ხოლო 7 სპორტსმენმა – მესამე.

9

1

გევორგ ჯანოიან