
12 მაისს ახალქალაქის სპორტული კომპლექსის 13-14 წლის 13 მოკრივე ქუთაისში გაემგზავრა კრივში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენმა მოკრივეებმა თავიანთი პირველი გამარჯვებები უკვე დააფიქსირეს.
Jnews-მა სატელეფონო საუბარი გამართა მწვრთნელ გაგიკ ელიზბარიანთან.
„13 მაისს გაიმართა 6 ორთაბრძოლა, 6-ვე ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
14 მაისს გაიმართა 4 ორთაბრძოლა, რომელთაგან 3 ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
დღეს გაიმართა 7 ორთაბრძოლა, რომელთაგან 3 ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
3 სპორტსმენი უკვე ნახევარფინალშია“, – გვაცნობა გაგიკ ელიზბარიანმა.
საქართველოს კრივში ჩემპიონატის საბოლოო შედეგები 18 მაისს გახდება ცნობილი.
Jnews-ი თვალს ადევნებს ქუთაისში მიმდინარე საქართველოს კრივში ჩემპიონატის მიმდინარეობას და თავის მკითხველს შეატყობინებს ტურნირის მნიშვნელოვან სიახლეებს.
გევორგ ჯანოიან