
სოფელ კიროვაკანში გზის მოასფალტებისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ბიუჯეტმა 991 271 ლარი გამოიყო. სამუშაოები ორი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. ტენდერი უკვე გამოცხადეს.
ახალქალაქი-კუმურდოს გზატკეცილიდან სოფელ კიროვაკანის სკოლამდე გზის მონაკვეთზე, ასევე სოფელის მცირე მონაკვეთზეც ასფალტს დააგებენ. საერთო სიგრძე- 788 მეტრი.
სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება:
სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოაცხადეს. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 28 მაისია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არა მოვსისიანი აღნიშნავს, რომ კიროვაკანში სოფლის პერიფერიული ქუჩების ნაცვლად ცენტრალურ ქუჩების გზებს დააგებენმ ასფალტით.
„ჯერ პროექტებს ვადგენთ. შიდა სასოფლო გზების ასფალტით დაგება ჯერ არ დაწყებულა – ჯერ ყველა იმ გზაზე დავასრულებთ სამუშაოებს, რომლებიც სოფლებისკენ მიდის”, – თქვა არა მოსვისიანმა.
არა მოსვისიანის თქმით, თუ წელს სოფლებისკენ მიმავალი გზების ასფალტირების გეგმა შესრულდება, დარჩება მხოლოდ დიდი და პატარა სამსარის სოფლებისკენ მიმავალი გზა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების ასფალტით დაგება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რამდენიმე წელია პრიორიტეტად რჩება. სოფლებში მიმავალი უმეტეს გზებზე უკვე დაიგო ასფალტი. მუნიციპალიტეტი ამჟამად სოფლებს შორის გზების რეაბილიტაციისთვის ემზადება.