ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეები მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში სკოლის ასაკის ბიჭებსა და გოგონებს შორის კრივში, რომელიც ქუთაისში 12-დან 18 მაისამდე იმართება. 12 მაისს, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის 13-14 წლის 13 მოკრივე ქუთაისში გაემგზავრა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

ახალქალაქიდან ჩემპიონატში მონაწილეობს 12 ბიჭი და ერთი გოგონა – გოჰარ აბდოიანი. ქუთაისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის ორთაბრძოლები დღეს, 13 მაისს დაიწყო. ჩემპიონატის საბოლოო შედეგები 18 მაისს გახდება ცნობილი.

ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და მოკრივე ატომ ელიზბარიანი ამბობს, რომ ეს ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენების განვითარებისთვის და ახალქალაქის სპორტული კომპლექსი კარგ შედეგებს ელოდება.

„საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან 2011-2012 წლებში დაბადებული სკოლის ასაკის ბავშვები მონაწილეობენ. გამარჯვებულები მომავალში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას, რათა ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლონ. ველით, რომ ჩვენი მონაწილეები კარგი შედეგებით დაბრუნდებიან“, – დაამატა ატომ ელიზბარიანმა.

გევორგ ჯანოიან