უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რაც მთელ ქალაქში გაჩენილი უზარმაზარი ორმოების ნაწილობრივ ასფალტით ამოვსება დაიწყეს. თუმცა, გაურკვეველი რჩება, რამდენ ხანს გაძლებს ორმოების შეკეთება, შეკეთდება თუ არა ქალაქის ყველა ქუჩა, ასევე, დაიტანება თუ არა მათზე საგზაო მონიშვნები. რატომ რჩება ორმოების შეკეთება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მუდმივ პრობლემად — ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ არსებობს

გზების ცუდი მდგომარეობა ახალქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყოველწლიურად სულ უფრო აქტუალური ხდება. ორმოები რეგულარულად ჩნდება, მიუხედავად იმისა, თუ როდის შეკეთდა გზა. შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს: ასფალტის ხარისხი, ამინდის პირობები, რეაგენტების გამოყენება ზამთარში. იმ ქუჩებზეც კი, რომლებიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ მთლიანად იყო მოასფალტებული, ორმოები ჩნდება.

მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავდება გაზაფხულზე. დათბობასთან ერთად ქალაქის მცხოვრებლებს ტრადიციულად ახსენდებათ ანდაზა: „ასფალტი თოვლთან ერთად დნება“. ავტომობილები, რომლებიც ორმოებზე ხტუნაობენ, თითქოს ერთ ქუჩაზე არსებულ ყველა ორმოს თვლიან.

Jnews photo - 1

წელს ახალქალაქში გზების ორმოული შეკეთება ჩვეულებრივზე შესამჩნევად ადრე დაიწყო. სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ჯავახავტოგზა“, რომელმაც წლის დასაწყისში 1 350 000 ლარის ტენდერი მოიგო. წელს ტენდერი ერთდროულად ორ წელზეა გამოცხადებული: 450 000 ლარი – 2025 წლისთვის და 900 000 ლარი – 2026 წლისთვის. კონტრაქტის თანახმად, ყველა სამუშაო 2026 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

თუმცა, ახალქალაქის მაცხოვრებლებს ეჭვი ეპარებათ, რომ ორმოების შეკეთება ყველა იმ პრობლემურ ადგილს მიაღწევს, რომლებზეც ისინი მერიაში ჩიოდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში ასეთი დაპირებები ხშირად შეუსრულებელი რჩებოდა.

„სარემონტო სამუშაოები ცენტრიდან დაიწყო. ზოგადად, გვინდა, რომ ორმოები მთელ ქალაქში შევაკეთოთ. თუმცა შესაძლოა, ორმოების შეკეთების მეორე ეტაპი ცოტა მოგვიანებით დაიწყოს, თუ კი კომპანიას უფრო მასშტაბური- სახელმწიფო მასშტაბის სამუშაო ექნება. შესაძლოა, ყველაფერი ერთდროულად დავასრულოთ.ორმოების შეკეთების დასრულების შემდეგ, ვნახოთ, როგორ წარიმართება საქმე, ასევე გვინდა მთავარ ქუჩაში რამდენიმე მონიშვნის გაკეთება. ჩვენთვისაც ხელსაყრელია, რომ ქალაქის გზებზე ორმოები არ დარჩეს, მაგრამ თუ სადმე გამოგვრჩა, შეგიძლიათ მოგვმართოთ“, – ამბობს ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ტერიტორიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი არა მოსვისიანი.

Jnews photo - 1

აღვნიშნოთ, რომ ახალქალაქის ქუჩებში მონიშვნების საკითხიც რამდენიმე წელია არ გვარდება. გასულ წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვლავ დაპირდა მონიშვნების დატანა ორმოული შეკეთების დასრულების შემდეგ, თუმცა რემონტი გაჭიანურდა და ზამთრის დადგომასთან ერთად მონიშვნები უბრალოდ დაივიწყეს – „საჭიროება გაქრა“.

გაჩნდება თუ არა ახალქალაქში საფეხმავლო მონიშვნები