გასული წლის, 2024 წლის ბოლოს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შევიდა ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოს შემადგენლობას პროპორციული და მაჟორიტარული სისტემების მიხედვით. ამ ცვლილებების თანახმად, საკრებულოში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობაც. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების რაოდენობა 14-დან 23-მდე გაიზრდება, რის შედეგადაც ბევრი საარჩევნო ოლქი გამოიყო.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების რაოდენობა გაიზარდა და 23-ს შეადგენს, შესაბამისად ახალქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობაც გაიზრდება. 2021 წლის არჩევნებში მათი რაოდენობა 14-მდე შემცირდა. 2021 წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 24 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იყო.

მიმდინარე წლის არჩევნების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 38 დეპუტატი ეყოლება, ნაცვლად ყოფილი 42-ისა, რომელთაგან 23 მაჟორიტარული წესით აირჩევა, ხოლო დანარჩენი – პროპორციული საარჩევნო სისტემით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებია:

40.1 – ახალქალაქის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს № 01 და № 63 საუბნო საარჩევნო კომისიებს.

40.2 – ახალქალაქის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს ქალაქის № 02 და № 62 საუბნო საარჩევნო კომისიებს.

40.3 – აზავრეთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი უცვლელი დარჩა.მის შემადგენლობაში შედის: აზავრეთი (№ 3), ბურნაშეთი (№ 4), ღადოლარი (№ 5) და ლომატურცხი (№ 6).

40.4 – ალასტანის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.შემადგენლობაშია: ალასტანი (№ 7), ვარევანი (№ 8), კოკიო (№ 9). ბოლო, 2021 წლის არჩევნებზე, ალასტანისა და ტურცხის ადმინისტრაციული ერთეულები გაერთიანდა ერთ საარჩევნო ოლქში. ამ არჩევნებში ტურცხი კვლავ გამოიყო და გახდა ცალკე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი № 55 საარჩევნო უბნით.

40.5 – არაგვას მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს: არაგვას (№ 10), მაჯადიას (№ 11), ორჯას (№ 12), კორხსა და თოთხამს (გაერთიანებული ერთ № 13 საარჩევნო უბანში). ამ არჩევნებში სოფელი ხანდო გამოიყო ამ მაჟორიტარული ოლქიდან და გახდა ცალკე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი- № 58 საარჩევნო უბნით.

40.6 – ბარალეთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიც უცვლელი დარჩა.მასში სედის სოფლები: ბარალეთი (№ 14), ეხტილა (№ 15), მერენია (№ 16), პატარა სამსარი (№ 17) და დიდი სამსარი (№ 18).

40.7 – გოგაშენის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს სოფელ გოგაშენს (№ 19) და სოფელ აფნიას (№ 20). ბოლო არჩევნებზე გოგაშენის საარჩევნო ოლქი გაერთიანდა ოკამის საარჩევნო ოლქთან. ამ არჩევნებში იგი ცალკე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გახდა.

40.8 – დილისკას მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს სოფელ დილისკას (№ 21 საარჩევნო უბანი). ბოლო არჩევნებზე სოფელი დილისკა გაერთიანდა ჩუნჩხასა და პტენას ადმინისტრაციულ საარჩევნო ოლქებთან. თუმცა, ამ არჩევნებს პტენა და ჩუნჩხა კვლავ წარმოდგენილი იქნება როგორც ცალკე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.

40.9 – ვაჩიანის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: ვაჩიანი (№ 22), ჩამდურა (№ 23) და მურჯახეთი (№ 24). ბოლო არჩევნებზე ვაჩიანის საარჩევნო ოლქი გაერთიანდა კუმურდოს საარჩევნო ოლქთან. ამ არჩევნებს ვაჩიანი გამოიყოფა და გახდება ცალკე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

40.10 – ზაკვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი უცვლელი რჩება. მასში შედის სოფლები: ზაკვი (No25), ბუღაშენი (No26), ბალხო (საარჩევნო უბანი No27), გომანი (No28), ოლავერდი (No29) და თირკნა (No30).

40.11 – კარტიკამის მაჟორიტარული ოლქი. აქ გაერთიანებულია სოფლები კარტიკამი (No31), კულიკამი (No32), აბული (No33), ხულგუმო (No34) და ბუზავეთი (No35). ბოლო არჩევნებში კარტიკამის ოლქი ხოსპიოს ოლქს შეუერთდა და ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს. ამჟამად ხოსპიოს ოლქი, ოთხი სოფლით, ცალკე ადმინისტრაციულ ოლქად ჩამოყალიბდა.

40.12 – კარწახის მაჟორიტარული ოლქი. მოიცავს სოფლებს კარწახსა (No36) და ფილიპოვკას ​​(No37).

40.13 – კოთელიას მაჟორიტარული ოლქი. მოიცავს სოფელ კოთელიას (საარჩევნო უბანი ნომერი 38).

40.14 – კაჯოს მაჟორიტარული ოლქი. აქ გაერთიანებულია სოფლები კაჯო (No 39), აგანა (No 40), ალათუმანი (No 41), ბეჟანო (No 42), მოდეგამი (No 43), სირკვა (No 44). ბოლო არჩევნებში კაჯოსა და კოთელიას ადმინისტრაციული რაიონები გაერთიანდა.

40.15 – კუმურდოს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. აქ შედის: კუმურდო (№ 45) და კიროვაკანი (№ 46).

40.16 – ოკამის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს სოფლებს: ოკამი (№ 47), ქარცეფი (№ 48) და აზმანა (№ 49). ბოლო არჩევნებში ოკამის საარჩევნო ოლქი გაერთიანდა გოგაშენის საარჩევნო ოლქთან.

40.17 – პტენის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს სოფელ პტენას (№ 50). ბოლო არჩევნებში იგი გაერთიანდა დილისკას ადმინისტრაციულ საარჩევნო ოლქთან.

40.18 – სულდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს სოფლებს: სულდა (№ 51), დადეში (№ 52), ბოზალი (№ 53), მიასნიკიანი (№ 54). ბოლო არჩევნებში სულდას ადმინისტრაციული საარჩევნო ოლქი გაერთიანდა კარწახის ადმინისტრაციულ საარჩევნო ოლქთან და აირჩია ერთი მაჟორიტარი დეპუტატი.

40.19 – ტურცხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს სოფელ ტურცხს (№ 55 საარჩევნო უბანი). ბოლო არჩევნებში ტურცხი გაერთიანდა ალასტანის ადმინისტრაციულ საარჩევნო ოლქთან.

40.20 – ჩუნჩხას მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. აქ შედის სოფელი ჩუნჩხა (საარჩევნო უბანი № 56). ბოლო არჩევნებში ჩუნჩხას საარჩევნო ოლქი გაერთიანდა დილისკას საარჩევნო ოლქთან.

40.21 – ხავეთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი უცვლელი რჩება. მის შემადგენლობაშია: ხავეთი, ერინჯა და დავნია ერთ № 57 საარჩევნო უბნით.

40.22 – ხანდოს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იგი მოიცავს მხოლოდ სოფელ ხანდოს (№ 58 საარჩევნო უბანი). ბოლო არჩევნებში იგი შეუერთდა არაგვას საარჩევნო ოლქს.

40.23 – ხოსპიოს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. მასში სედის: ხოსპიო (№ 59), ბავრა (№ 60) და ხორენია (№ 61). ბოლო არჩევნებში იგი გაერთიანდა კარტიკამის საარჩევნო ოლქთან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის № 40 საარჩევნო ოლქში არის 63 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 4 მდებარეობს ახალქალაქში, ხოლო დანარჩენი – სოფლებში. ძირითადად საარჩევნო უბნები განთავსებულია სკოლებში.