
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სინოპტიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
„14 მაისის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია პერიოდული წვიმები, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელვა, სეტყვა და ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება საქართველოს მდინარეებში, უეცარი წყალდიდობები პატარა მდინარეებზე, ასევე მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოშობა და გაძლიერება ქვეყნის მთიან და ბორცვიან რაიონებში (საშუალო საფრთხის დონე)“, – ნათქვამია განცხადებაში.