გასული 2024 წლის ბოლოს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოს შემადგენლობას პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამ ცვლილებების თანახმად, საკრებულოს შემადგენლობაში გაიზრდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა, შესაბამისად, მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვიც. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 14-დან 23-მდე გაიზრდება, რის გამოც ბევრი ოლქი გაიყო.

ამ წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა გაიზარდა და 23 შეადგინა. შესაბამისად, ახალქალაქის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობაც გაიზრდება. 2021 წლის არჩევნებზე მათი რაოდენობა 14-მდე შემცირდა. 2021 წლამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 24 მაჟორიტარული ოლქი იყო.

ამ წლის არჩევნების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 38 დეპუტატი იქნება ყოფილი 42-ის ნაცვლად, საიდანაც 23 დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, დანარჩენი კი პროპორციულით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარული ოლქები:

40.1 – ახალქალაქის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის ქალაქის საარჩევნო უბნები №01 და №63.
40.2 – ახალქალაქის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის ქალაქის საარჩევნო უბნები №02 და №62.
40.3 – აზავრეთის მაჟორიტარული ოლქი უცვლელი დარჩა. მასში შედის სოფლები: აზავრეტი (№3), ბურნაშეთი (№4), გოდოლარი (№5), ლომატურცხი (№6).

40.4 – ალასტანის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები: ალასტანი (№7), ვარევანი (№8), კოკიო (№9). გასულ 2021 წლის არჩევნებზე ერთ ოლქში გაერთიანდა ალასტანისა და ტურცხის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულები. ამ არჩევნებზე ტურცხი კვლავ გამოეყო და ცალკე მაჟორიტარული ოლქი გახდა №55 საარჩევნო უბნით.

40.5 – არაგვას მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები: არაგვა (№10), მაჯადია (№11), ორჯა (№12), კორხი და თოთხამი (გაერთიანდნენ ერთ საარჩევნო უბანში №13). ამ არჩევნებზე აღნიშნული მაჟორიტარული ოლქიდან გამოეყო სოფელი ხანდო და ცალკე მაჟორიტარული ოლქი გახდა №58 საარჩევნო უბნით.

40.6 – ბარალეთის მაჟორიტარული ოლქიც უცვლელი დარჩა. მასში შედის სოფლები: ბარალეთი (№14), იხტილა (№15), მერენია (№16), პატარა სამსარი (№17) და დიდი სამსარი (№18).

40.7 – გოგაშენის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფელი გოგაშენი (№19) და სოფელი აფნია (№20). გასულ არჩევნებზე გოგაშენის ოლქი ოკამის ოლქთან იყო გაერთიანებული. ამ არჩევნებზე ცალკე მაჟორიტარული ოლქი გახდა.

40.8 – დილისკას მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფელი დილისკა (საარჩევნო უბანი № 21). გასულ არჩევნებზე სოფელი დილისკა გაერთიანებული იყო ჩუნჩხასა და პტენას ადმინისტრაციულ ოლქებთან. თუმცა, ამ არჩევნებზე პტენა და ჩუნჩხა კვლავ ცალკე მაჟორიტარულ ოლქებად იქნებიან წარმოდგენილნი.

40.9 – ვაჩიანის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები: ვაჩიანი (№ 22), ჩამდურა (№23) და მურჯახეთი (№ 24). გასულ არჩევნებზე ვაჩიანის ადმინისტრაციული ოლქი კუმურდოს ოლქთან იყო გაერთიანებული. ამ არჩევნებზე ვაჩიანი გამოეყო და ცალკე მაჟორიტარული ოლქი გახდა.

40.10 – ზაკის მაჟორიტარული ოლქი უცვლელი დარჩა. მასში შედის სოფლები: ზაკი (№ 25), ბუღაშენი (№26), ბალხო (უბანი №27), გომანი (№28), ოლავერდი (№29), თირკნა (№30).

40.11 – კარტიკამის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები: კარტიკამი (№ 31), კულიკამი (№32), აბული (№33), ხულგუმო (№34), ბუზავეთი (№35). გასულ არჩევნებზე კარტიკამის ადმინისტრაციული ოლქი ხოსპიოს ოლქთან გაერთიანდა და ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. ამჟამად ხოსპიოს ოლქმა ოთხი სოფლით ცალკე ადმინისტრაციული ოლქი ჩამოაყალიბა.

40.12 – კარწახის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფელი კარწახი (№36) და სოფელი ფილიპოვკა (№37).

40.13 – კოთელიის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფელი კოთელია (უბანი № 38).

40.14 – კოჭიოს მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები:კოჭიო (№39), აგანა (№40), ალათუმანი (№41), ბეჟანო (№42), მოდეგამი (№43), სირქვა (№44). გასულ არჩევნებზე კოჭიოსა და კოთელიის ადმინისტრაციული ოლქები გაერთიანებული იყო.

40.15 – კუმურდოს მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები: კუმურდო (უბანი № 45) და კიროვაკანი (უბანი №46).

40.16 – ოკამის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები: ოკამი (№47), ქარცეფი (№48) და აზმანა (№49). გასულ არჩევნებზე ოკამის ადმინისტრაციული ოლქი გოგაშენის ოლქთან იყო გაერთიანებული.

40.17 – პტენას მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფელი პტენა (№50). გასულ არჩევნებზე გაერთიანებული იყო დილისკას ადმინისტრაციულ ოლქთან.
40.18 – სულდას მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები: სულდა (უბანი №51), დადეში (№52), ბოზალი (№53), მიასნიკიანი (№54). გასულ არჩევნებზე სულდას ადმინისტრაციული ოლქი გაერთიანებული იყო კარწახის ადმინისტრაციულ ოლქთან და ირჩევდა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს.

40.19 – ტურცხის მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფელი ტურცხი (საარჩევნო უბანი №55). გასულ არჩევნებზე ტურცხი გაერთიანებული იყო ალასტანის ადმინისტრაციულ ოლქთან.

40.20 – ჩუნჩხას მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფელი ჩუნჩხა (უბანი №56). გასულ არჩევნებზე ჩუნჩხას ოლქი დილისკას ოლქთან იყო გაერთიანებული.

40.21 – ხავეთის მაჟორიტარული ოლქი უცვლელია. მასში შედის სოფლები: ხავეთი, ერინჯა, დავნია ერთი საარჩევნო უბნით №57.

40.22 – ხანდოს მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის მხოლოდ სოფელი ხანდო (საარჩევნო უბანი № 58). გასულ არჩევნებზე გაერთიანებული იყო არაგვას ოლქთან.

40.23 – ხოსპიოს მაჟორიტარული ოლქი. მასში შედის სოფლები: ხოსპიო (№59), ბავრა (№60), ხორენია (№61). გასულ არჩევნებზე გაერთიანებული იყო კარტიკამის ოლქთან.

№40 საოლქო საარჩევნო კომისიაში – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 63 საარჩევნო უბანია, საიდანაც 4 მდებარეობს ახალქალაქში, ხოლო დანარჩენი სოფლებში. ძირითადად უბნები სკოლებშია განთავსებული.