
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნება“ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა 2021-2024 წლებშიც ეკავა.