საქართველოში წელს გაზაფხული წვიმიანი და შედარებით ცივია. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვლი მთლიანად არ გამდნარა მთებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების თანახმად, 7 და 8 მაისს შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ელვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია სეტყვა. ამინდის ყოველდღიური პროგნოზი იხილეთ ქვემოთ.

გამოქვეყნებული ამინდის მონაცემები ეხება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო).

დღეს-7 მაისს, ოთხშაბათი

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა, ელვა და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა მთაში ღამით +1, +6°, დღისით +19, +24°, მაღალმთიან ზონაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°, ზოგან +21°-მდე.

8 მაისი, ხუთშაბათი

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ღამით უმეტესად უნალექო ამინდი, დღისით ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში ღამის საათებში მოსალოდნელია +3, +8°, ხოლო დღის საათებში +19, +24°, მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში +1, +6°, დღის საათებში +9, +14°, ზოგან +21°-მდე.