
დღეს სოფელ ხანდოში დიდი ზეიმით აღინიშნა „წრატონი“. ხანდოს წმინდა გევორგის ეკლესია, რომელსაც ადგილობრივები „წრატონის მონასტერს“ უწოდებენ, დღესასწაულის მთავარი სალოცავია. ასევე გაიმართა ახალი საბავშვო მოედნის გახსნა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს მაცხოვრებლები დილიდანვე მიდიან წმინდა გევორგის სახელობის ეკლესიაში და წმინდანის ტკბილმოუბრობას სთხოვენ თავიანთ ახლობლებისთვის.
ყოველწლიურად 6 მაისს, სოფელს სტუმრობენ ადამიანები ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებიდან, რათა მონაწილეობა მიიღონ სარიტუალო ცერემონიებში, სანთლების დანთებაში და სადღესასწაულო ღონისძიებებში.
სადღესასწაულო ზეიმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას სოფლის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იღებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ მხიარულ ატმოსფეროს სიმღერით, ცეკვითა და ქეიფით.
სოფელ ხანდოში ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა, აშოტ საჰარიანმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც ათასობით კილომეტრი გაიარეს, რათა დასწრებოდნენ „წრატონის“ ღონისძიებას.
„ხანდოელები წლების შემდეგ იკრიბებიან აქ ერთმანეთის სანახავად. დღეს ჩვენს სოფელში გაიხსნება ახალი საბავშვო მოედანი, რომელიც ქველმოქმედი სეირან თოროსიანის დაფინანსებით აშენდა.“
„სოფლის ცენტრში არის პატარა სასაფლაო, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები განისვენებენ. დღეს ტერიტორია უკვე შემოღობილია ჩვენი სოფლის ქველმოქმედის- ჰოვიკ სპერციანის წყალობით. არ მინდა სათითაოდ მადლობა გადავუხადო ჩვენი სოფლის ქველმოქმედებს, რადგან ისინი ძალიან ბევრნი არიან“, – თქვა თავის სიტყვაში აშოტ საჰარიანმა.
ტრადიციად იქცა, რომ წრატონის დღეს 7-ჯერ წვიმს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს დღე განსაკუთრებულია, რაიმეს კეთებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყო, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც სახლში ორსული ქალი ჰყავთ.
„ეს ტრადიცია ჩვენმა უფროსმა თაობამ გადმოგვცა. ამ დღეს ორსულმა ქალებმა არ უნდა შეასრულონ რაიმე სამუშაო, განსაკუთრებით ჭრის, ჩხვლეტისა და თხრის მოქმედებები, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე. თუ ეს აკრძალვა ირღვევა, რეკომენდებულია ქერის დათესვა ცოდვის „მოსანანიებლად“, – ამბობს სოფელ ხანდოს მაცხოვრებელი- ვარდან ნურჯანიანი.
სოფელ ხანდოს მცხოვრებთათვის წრატონი არა მხოლოდ რელიგიური ან ხალხური დღესასწაულია, არამედ საზოგადოებრივი იდენტობისა და ერთიანობის სიმბოლოც.
„სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ხანდოელები ამ დღეს ბრუნდებიან სოფელში, ხვდებიან ერთმანეთს. გასულ წელს ჩვენ კლასელებით 47 წლის შემდეგ წრატონის დღესასწაულზე შევხვდით ერთმანეთს“, – მოჰყვა სოფელ ხანდოს მაცხოვრებელმა გაგიკ გრიგორიანმა.
სალოცავის სამკურნალო ძალა
მონასტრის ხვრელი- მონასტრის შიგნით არსებული სპეციალური ხვრელიდან ბავშვის შვიდჯერ გატარება სამკურნალოდ ითვლება, განსაკუთრებით მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისთვის.
„წწმარი“-ის აუზი
მკერდის ტკივილის მქონე ქალები სტუმრობენ ამ აუზს, რადგან სჯერათ მის სამკურნალო თვისებას.
ქვის ვერძები
მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ორი ქვის ვერძიდან ერთ-ერთი, რომელსაც თავი მოტეხილი აქვს, დედობის მსურველ ქალთა მფარველად ითვლება. ისინი სხდებიან ამ ვერძზე და ლოცულობენ შვილის გაჩენისთვის.
გევორგ ჯანოიან