
დღეს ახალქალაქის მაცხოვრებლები აღნიშნავენ ხალხურ დღესასწაულ „წრატონ“-ს. ქალაქის მაცხოვრებლები და არა მხოლოდ ისინი, ადიან ტავშანკას ბორცვზე, ან ტავშან თაფაზე- როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ, და მომლოცველობას ასრულებენ 7 წმინდა ადგილისკენ. ახალგაზრდებს უყვართ და მხარს უჭერენ ამ ხალხურ ტრადიციას. სტუდენტებს კი დაგეგმილი ჰქონდათ მომლოცველობის დროს თავიანთი ლექტორებისთვის დღესასწაულის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება.
არუსიაკ მელქონიანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ყოველ წელს, ამინდის მიუხედავად, ის ადის და მომლოცველობას ასრულებს ტავშანკას მთაზე. წელს მას დავალება ჰქონდა პრეზენტაციის მომზადება, მან გადაწყვიტა პრეზენტაცია გაეკეთებინა „წრატონის“-ის შესახებ, მომლოცველობაზე წაეყვანა თავისი თანაკურსელები და ლექტორები, რომლებიც დიდი სიამოვნებით დათანხმდნენ. თუმცა, დილით ამინდმა ჯგუფს ბორცვზე ასვლის საშუალება არ მისცა. დღესასწაულის შესახებ პრეზენტაცია შედგა, მაგრამ არა ისე, როგორც არუსიაკს ჰქონდა დაგეგმილი, არა ბუნების წიაღში, არამედ ახალქალაქის უნივერსიტეტის შენობის აუდიტორიაში. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მომლოცველობა შეესრულებინა უკვე საღამოს, როდესაც ამინდი ცოტათი გაუმჯობესდა.
„სამწუხაროა, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მე დავგეგმე, მაგრამ არა უშავს, პრეზენტაცია შედგა, ზეიმი და ეს ტრადიციები ნამდვილად დააინტერესა ჩემს თანაკურსელებსა და ლექტორებს, ასე რომ იმედი მაქვს, მომავალ წელს შევძლებ იმის განხორციელებას, რაც ამ წლისთვის მქონდა დაგეგმილი. მაგრამ რა თქმა უნდა, მე ჩემი მომლოცველობა შევასრულე“, – ყვება არუსიაკი.
არუსიაკი ბორცვზე თავის ახლობლებთან ერთად ავიდა. ბევრი ასე იქცევა- ისინი იკრიბებიან სასიამოვნო გარემოში და ადიან ბორცვზე, ისვენებენ, სანთლებს ანთებენ სალოცავებში, სურვილებს ჩაიფიქრებენ, დროს ატარებენ იქ და ბრუნდებიან ყვავილებით, რადგან ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ ყვავილები გულის – „იმედია“ ახალქალაქის მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც ამ სეზონზე გაზაფხული და ბუნება ენატრებათ.
არუსიაკს ძალიან სურს, რომ ეს ტრადიცია არ გაქრეს, რათა ახალგაზრდებმა გააგრძელონ მომლოცველობების შესრულება და ლამაზი ტრადიციების შენარჩუნება.
„სასიამოვნოდ გამაოცა, რომ ბევრი ახალგაზრდა იყო, მე მეგონა, რომ დღეს ცოტა თუ ავიდოდა მთაზე, მაგრამ იქ ბევრი ხალხი იყო. ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და მე მიხარია, რომ ისინი ტრადიციებს ინარჩუნებენ“, – ამბობს ის.
„წრატონი“-ი ჯავახეთში უძველესი დროიდან აღინიშნება, ყოველწლიურად 6 მაისს. არსებობს ლეგენდა, რომ ამ დღეს არავინ არაფერს აკეთებს, იმის შიშით, რომ თავად არ მოიღუნება. ხალხს სჯერა, რომ ძველად ბევრმა იმუშავა და მაშინვე ხელები და ფეხები მოეღუნათ. ხოლო თუ რაიმე გადაუდებელი საქმის გაკეთება უწევდათ, სასჯელის თავიდან ასაცილებლად, ამის შემდეგ მაშინვე ცოტა ქერს თესავდნენ. სჯეროდათ, რომ დათესილი ქერი კოჟრიანი ამოვიდოდა და წმინდა გევორგის (გიორგის) სასჯელს თავის თავზე აიღებდა.
ეს დღესასწაული „მნიშვნელოვანია“ ორსულებისთვისაც. „წრატონზე“-ზე ჯავახეთში ორსულ ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, განსაკუთრებით მჭრელი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენება. ჯავახეთში გვარწმუნებენ, რომ ამ დღეს, თუ ორსული ქალი მუშაობს, ბავშვი ნიშნით იბადება. აი, რატომ არის 6 მაისი ჯავახეთში სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უქმე დღე.
ჩვენს საზოგადოებაში ასე გავრცელებული „წრატონი“, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ ელემენტებს შეიცავს, არანაირი კავშირი არ აქვს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის კალენდარსა და დღესასწაულებთან.