
დღეს, 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრიივებმა გვითხრეს, მცირეწლოვანი პროზექტურაშია გადაყვანილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განმარტებით, ბავშვი 2 წლისაა.
რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ–ერთი ვერსიით, როდესაც ბავშვს ეძინა, მის სანახავად მისულ აღმზრდელს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
„სამხრეთის კარიბჭე“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ინფორმაციას აქვეყნებს ადგილობრივი რეგიონული პორტალი sknews.ge.