
საქართველოს სკოლებში მოსამზადებელი პერიოდია I და XII კლასის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები ემზადებიან სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის. I კლასელები ემზადებიან ღონისძიებისთვის, რომლითაც აჩვენებენ, რომ უკვე წერა-კითხვის მცოდნეები არიან, ხოლო XII კლასელები – გამოსაშვებ ღონისძიებებისთვის.
ამ ორ კლასში სასწავლო პროცესი უფრო ადრე სრულდება. Jnews-მა მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რათა გაერკვია, თუ როდემდე ივლიან პირველი და გამოსაშვები კლასების მოსწავლეები სკოლაში.
ჩვენ გვიპასუხეს, რომ:
„საჯარო სკოლებში პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, ხოლო გამოსაშვები კლასის მოსწავლეებისთვის – 20 მაისს. თუ ზემოაღნიშნული თარიღები ემთხვევა დასვენების ან სადღესასწაულო დღეებს, მაშინ პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სრულდება 27 მაისის წინა ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო კურსდამთავრებულებისთვის – 20 მაისის წინა ბოლო სამუშაო დღეს“.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, ყველა სხვა კლასისთვის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისია განსაზღვრული. თუ 15 ივნისი ემთხვევა დღესასწაულს, სასწავლო წლის დასრულების თარიღი იქნება 15 ივნისის წინა პარასკევი.
ფენია თოროსიან