ახალქალაქის ავტოსადგურს ახალქალაქის სერვის ცენტრი უკვე ასუფთავებს. Jnews-ის სტატიის შემდეგ, რომელიც ავტოსადგომის სავალალო მდგომარეობას შეეხებოდა, მისმა მფლობელმა სერვის ცენტრთან ტერიტორიის დასუფთავების ხელშეკრულება გააფორმა.

ახალქალაქის სერვის ცენტრმა დასუფთავების დღე ჩაატარა ახალქალაქის ავტოსადგურში, სადაც თანამშრომლებმა იქ დაგროვილი ნაგავი დაასუფთავეს და ნაგვის ურნაც დაამონტაჟეს.

avtostabcia

ნაგვის გატანა ტექნიკის გამოყენებით მოხდა.

uborka

„Jnews-ზე გამოქვეყნებული სტატიის -„ახალქალაქის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ნაგავი მეფობს – შემდეგ, ახალქალაქის ავტოსადგურის მფლობელმა ტერიტორიის დასუფთავებისთვის სერვისცენტრთან ხელშეკრულება გააფორმა.“

avtostancya

ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის, მხითარ რსტაკიანის თქმით, ავტოსადგურიდან ნაგვის გატანა რამდენიმე წლის წინ შეწყდა და წელს განახლდა.

ახლა ავტოსადგურის ტერიტორია შესამჩნევად უფრო სუფთა გახდა და, მხარეთა გარანტიების თანახმად, დასუფთავება რეგულარულად განხორციელდება.