
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის სკოლის რემონტი 2023 წელს დაიწყო. ხელშეკრულებაში ბოლო შესწორების თანახმად, სამუშაოები 2025 წლის 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს. რემონტი ხორციელდება განათლებისა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. სახელმწიფომ სამუშაოებისთვის 2 652 437,43 ლარი დაითმო.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თავდაპირველად, ცვლილებების შეტანამდე, სამუშაოები წელიწადნახევარში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დამატებითი სამუშაოებისა და მკაცრი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სამუშაოების დასრულების თარიღი 2025 წლის ივნისამდე გადაიდო.
რემონტის მიმდინარეობისას, სოფელ დადეშის სკოლის მოსწავლეები იძულებულნი არიან მეორე ცვლაში მეზობელ სოფელ სულდის სკოლაში იარონ. ამის გამო, გაკვეთილების ხანგრძლივობა 45-დან 30 წუთამდე შემცირდა. დადეშის სკოლაში რემონტის შეფერხება დადეშისა და სულდას სკოლის მოსწავლეების მშობლების უკმაყოფილებას იწვევს. ისინი მიიჩნევენ, რომ რემონტით გამოწვეული შემცირებული გაკვეთილები გავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობაზე.
Jnews-ის ჟურნალისტების სოფელ დადეშში ბოლო ვიზიტის დროს, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან გავიგეთ, რომ ახალი წლის შემდეგ სკოლაში არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. ზოგიერთმა მაცხოვრებელმა განაცხადა, რომ ძველი სკოლის შენობები, რომლებიც ახალი სკოლის ტერიტორიაზე მდებარეობს, რემონტის შემდეგ „საავარიო“ სტატუსით გამოცხადდა და სანამ ეს შენობები არ დაიშლება, ახალი სკოლის მშენებლობა არ დასრულდება. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, სკოლის გამოყენება სწორედ ამ მიზეზით ჭიანურდება.
„ეზოში არსებული ძველი შენობები ავარიულად ითვლებოდა, ახლა ამ დანგრეული შენობების დანგრევაზე ცალკე ტენდერი უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი ამ ადგილას სპორტული მოედანი აშენდება და მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდება სკოლის მშენებლობა, გარდა ამისა, ამბობენ, რომ გათბობასთან და გისოსებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია“, – თქვა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
დადეშის სოფელში მცხოვრების, რაფაელ ტოსუნიანის თქმით-რომელიც სკოლის მშენებლობაზე მუშაობდა, შენობაში გათბობის პრობლემებიცაა.
„შიგნით ყველაფერი ნორმალურად არის. გათბობასთან დაკავშირებით არის რაღაც პრობლემები, მაგრამ არ ვიცი რა ტესტირება ჩაუტარეს, რაღაც პრობლემები იყი შეამოწმეს. სკოლის უკანა მხარეს სტადიონი უნდა აეშენებინათ, შემდეგ ავარიული შენობების ადგილას აეშენება გადაწყვიტეს“, – თქვა მან. რაფაელი მშენებლობაზე მუშაობისას დღეში 50 ლარს იღებდა.
სოფელ დადეშის სკოლის დირექტორმა, სურენ ჰაკოფიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბრისას უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლის გათბობასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.
„ჯერ არ გაგვიტესტია, გათბობას პრობლემა არ აქვს. ვიკითხე, როდის ჩაბარდება სკოლა, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. ძველი შენობების დემონტაჟით არიან დაკავებულები, ეს ერთ დღეში არ კეთდება. სასწავლო წლის ბოლომდე სწავლა სოფელ სულდაში გაგრძელდება. მიზეზს არ მეუბნებიან. რაც შეეხება გათბობაზე საუბრებს – სიმართლეს არ შეესაბამება. ახალ სასწავლო წელს, 15 სექტემბერს- ახალ სკოლაში დავიწყებთ“, – განაცხადა სოფელ დადეშის სკოლის დირექტორმა.
მისი თქმით, ყველა სასკოლო კლასი და ლაბორატორია უკვე დაკომპლექტებულია. კითხვაზე, როდის დაიწყება ძველი შენობების დემონტაჟი, სურენ ჰაკოფიანმა გვიპასუხა:
„როდესაც სამინისტროდან მივიღებ დოკუმენტებს, ხელს მოვაწერ და მერე დაიწყებენ“.
შეგახსენებთ, რომ სოფელ დადეშის სკოლის რემონტს ახორციელებს შპს „Saba Construction“-ი. კომპანია სამცხე-ჯავახეთში ერთდროულად ექვს სკოლას არემონტებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ ტენდერით რემონტი მიმდინარეობს სოფ. დადეშის, ალასტანისა და კოთელიის სკოლებში, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – სოფელ გორელოვკის სკოლაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის სკოლის რემონტის საერთო ღირებულება 2 650 580,49 ლარის ნაცვლად 2 652 437,43 ლარი შეადგინა.
სხვა სკოლებში რემონტის ღირებულებამ შეადგინა:
თანხები შეიცვალა კორექტირების შედეგად, რაც განპირობებული იყო ფაქტობრივი გაზომვების საფუძველზე მოცულობების დაზუსტებით. შედეგად, ყველა სკოლის რემონტის საერთო ღირებულებამ 21 457 098,39 ლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელ დადეშის სკოლა თითქმის მზად არის, ფორმალური და ტექნიკური დაბრკოლებები მისგამოყენებისთვის მიღებას აფერხებს. მშობლები და მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ სამუშაოები მორიგი დაგვიანების გარეშე დასრულდება და ახალ სასწავლო წელს თავიანთ განახლებულ სკოლაში დაიწყებენ. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ავარიული შენობების დემონტაჟის სისწრაფესა და ყველა საჭირო შეთანხმების მიღებაზე.