გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2-3 მაისს მთელ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექი- 5 მაისამდე შენარჩუნდება.

2 მაისის დღის ბოლოს და 3 მაისის ჩათვლით მთელ საქართველოში, ხოლ 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ასევე ელვა, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალდიდობა, ხოლო მთიან და ბორცვიან რაიონებში – მეწყერული და ღვარცოფი (საფრთხის დონე – საშუალო), – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.