ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ბინაში ორი მკვდარი ადამიანი იპოვეს, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობა). ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

TOK TV-სთან საუბარში მეზობლებმა აღნიშნეს, რომ მკვლელობა სავარაუდოდ 30 აპრილს მოხდა,მაგრამ სროლის ან სხვა ხმაური არ გაუგიათ.

შსს-მ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.