შემოდგომაზე, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. Jnews-მა გამოკითხვა ჩაატარა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში, რათა გაერკვია, რამდენად არის ინფორმირებულები მოსახლეობა არჩევნების შესახებ.

კითხვაზე, იციან თუ არა, რომ ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებია დანიშნული, სოფელ ხანდოში პასუხი არ იცოდნენ. ისინი ინფორმირებულნი არ არიან არა მხოლოდ არჩევნების დღის შესახებ, არამედ არ იციან, თუ არჩევნები რისთვის ჩატარდება.

„არჩევნები მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, არჩევნების გარეშეც ვიცით, ვინ გაიმარჯვებს, სულ მცირე, გამარჯვებულმა პარტიამ ცოტათი მაინც შეხედოს ჩვენს სოფელს, ხალხის პრობლემები მოაგვარონ“, – განაცხადეს სოფელ ხანდოს მცხოვრებლებმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში ადამიანები არჩევნებზე საუბარს საკუთარი პრობლემების განხილვას ამჯობინებენ.

პირველ რიგში, ისინი გამოყოფენ შიდა სასოფლო გზების ცუდ მდგომარეობას, მოუწესრიგებელ საფეხბურთო მოედანს და ნაგვის ურნების არასაკმარის რაოდენობას.

„სოფლის შიდა გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სულ მცირე, გზა გაასწორონ. გზაჯვარედინიდან ჩემს სახლამდე რომ მივდივარ, მთლიანად ვანგრევ მანქანას“, – თქვა ხანდოს სოფლის მცხოვრებმა ედიკ თუმასიანმა.

პრობლემებზე საუბრის გარდა, ხანდოში ასევე აღნიშნავენ, რომ გასული წელი სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ძალიან კარგი წელი იყო. კარტოფილის მაღალი მოსავლიანობა და გასაყიდი ფასი დამაკმაყოფილებელია.

არტურ პაპოიანი კარტოფილის მოსავლით კმაყოფილია, თუმცა ფასების ზოგადი ზრდით უკმაყოფილოა.

„კარტოფილის მოსავლიანობა მაღალი იყო, მთელი მოსავალი გავყიდეთ. სატვირთო მანქანები რომ არ მოსულიყო, ჩვენი მოსავალი დარჩებოდა და გაფუჭდებოდა, როგორც წინა წლებში.სოფლის მეურნეობის სესხები ძალიან გაძვირდა. რამდენიმე წლის წინ მათ 7%-იანი განაკვეთი შესთავაზეს, ახლა კი 18%-ია. ახალი კარტოფილის თესლის ღირებულება წელს 4 ლარი 20 თეთრია, ადრე არსებული 3 ლარის ნაცვლად. სასუქის ფასიც გაიზარდა, თავდაპირველად 30 ლარი ღირდა, ახლა კი 48.ვინმეს შეუძლია ამიხსნას, ეს ფასების ზრდა რას უკავშირდება?“ – ამბობს არტურ პაპოიანი.

ფერმერები თუ თავიანთი დარგის პრობლემებზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ, ახალგაზრდებს სოფლის მოუწესრიგებელი საფეხბურთო მოედანი აღელვებთ.

„ჩვენს სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგვის ურნებისა და საფეხბურთო მოედნის საკითხია. ახალგაზრდები ფეხბურთს არ თამაშობენ, უკვე ერთი წელია მოედანი სავალალო მდგომარეობაშია. დრო გადის, მაგრამ არაფერი იცვლება, მოედანი ცოტა არათანაბარი იყო, მიწა მოიტანეს და დაყარეს, მაგრამ რატომღაც ისე არ გაასწორეს, ვის ან რას ელოდებიან… ჩემთვის პრობლემაა ასევე ნაგვის გატანის საკითხი. ნაგვის კონტეინერები ძალიან ცოტაა, სოფლის ერთ ნაწილიდან ნაგავი მეორე ნაწილში გადადანა გვიწევს, როდგან სევძლოთ ნაგვის გადაყრა“, – ამბობს მასის ნურჯანიანი.

Jnews-თან სატელეფონო საუბარში სოფელ ხანდოში ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა აშოტ საჰარიანმა განაცხადა:

„საფეხბურთო მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომაც მიწა დავყარეთ, რომ გასწორებულიყო. მიწის დაყრამდე მოედანზე დიდი ქვები იყო, რაც ხელს უშლიდა ახალგაზრდებს ფეხბურთის თამაშში. წელს „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ვაპირებთ საფეხბურთო მოედნის სრულად განახლებას“.

494828064_1346060853313160_2096622531104058544_n

Jnews-მა ხანდოში ვიზიტის დროს საფეხბურთო მოედანზე დაინახა, თავდაუზოგავად როგორ ვარჯიშობდა ერთი მოზარდი, მიუხედავად მოედნის ცუდი მდგომარეობისა.

გევორგ ჯანოიან