საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს საკვებში დამაბინძურებლების მაქსიმალურ დასაშვებ კონცენტრაციას.

თუ სტანდარტები დაირღვა, პროდუქცია არ იქნება დაშვებული გასაყიდად საქართველოში, ასევე აიკრძალება მისი გამოყენება ნედლეულად.

„დამაბინძურებლად“ მიიჩნევა „სურსათში არსებული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც მიზანმიმართულად არ არის დამატებული, მაგრამ არსებობს სურსათში მისი წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის, დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვის და (ან) გარემოს დაბინძურების შედეგად“.

რეგლამენტის დანართში მითითებულია დამაბინძურებელი ნივთიერებების მაქსიმალური ნორმები.