
თურქეთიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ამის შესახებ ინფორამციას შემოსავლების სამსახური ავრელებს.
უწყების განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია, რომელთა საერთო წონა 32 039 კგ-ს შეადგენდა, საზღვარზე გააჩერეს.
როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta – სათბურში, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის შეჯვარების საწინააღმდეგო საშუალება) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.
შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში იმპორტირებული პომიდვრის 96% სწორედ თურქეთზე მოდის. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველში ჯამში 7 522 ტონა (5.358 მლნ აშშ დოლარი) პომიდორი შემოვიდოა, აქედან 7 224 ტონა თურქეთიდან.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
თურქეთი – 7 224 ტონა (5.140 მლნ აშშ დოლარი)
აზერბაიჯანი – 235.21 ტონა (156.92 ათასი აშშ დოლარი)
ირანი – 51.93 ტონა (36.37 ათასი აშშ დოლარი)
ესპანეთი – 7.2 ტონა (14.87 ათასი აშშ დოლარი)
ნიდერლანდები – 3.05 ტონა (9.77 ათასი აშშ დოლარი).