
ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1.3 მილიონი არარეზიდენტი უცხოელი მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტით მეტია.
სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა, 187,7 ათასი ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 19,3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე სომხეთია 13.0%-იანი წილით.
2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი- 42.2 პროცენტი, დასვენების, გართობისა და დროის გატარების მიზნით განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარაში განხორციელდა – შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტების დროს გაწეულმა ხარჯებმა 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3 პროცენტით მეტია. ერთი ვიზიტის საშუალო ღირებულება 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1998.3 ლარი შეადგინა.