
ახალქალაქში ორმოების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს- 30 აპრილს, თავისუფლების ქუჩაზე ორმოების ამოვსების სამუშაოები დაიწყო. ადგილზე გზის მშენებლობის მუშები მუშაობდნენ.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდა მერიის წარმომადგენელი არტურ ჰოვჰანნისიანი. მისი თქმით, გზების შეკეთება მთელ ქალაქში განხორციელდება. ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებზე მთლიანად მოიხსნება ასფალტის საფარი, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთზე მხოლოდ ორმოების ამოვსების სამუშაოები ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოების ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა საგზაო-სამშენებლო კომპანია „ჯავახავტოგზამ“. სამუშაოების შესრულების საერთო თანხა 1 350 000.00 ლარს შეადგენს. ახალქალაქში გზების შეკეთების ელექტრონული ტენდერი მხოლოდ მესამე ცდაზე შედგა.
ასევე წაიკითხეთ:
როდის გარემონტდება ახალქალაქში ორმოებიანი გზები?
ახალქალაქში გზების ორმოების (ხვრელის) შეკეთება განხორციელდება