სოფელ ხანდოს დიდ ნაგავსაყრელზე გადაყრილი ტონობით გაფუჭებული კარტოფილი გარკვეულწილად კონსერვირდა. სოფლის მსხვილი ფერმერებისა და გამგებლის უშუალო ინიციატივით, თანხა შეაგროვეს და ნაგავსაყრელზე გასწორებისა და მიწის დაყრის სამუშაოები ჩაატარეს, რათა გაფუჭებული კარტოფილი ინფექციის წყარო არ გამხდარიყო.

სოფელ ხანდოში ახალქალაქის მერის წარმომადგენელი აშოტ საჰარიანი ამბობს, რომ სოფლელებს სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, ტონობით გაფუჭებული კარტოფილი შარშან დაკეტილ ნაგავსაყრელზე დაყარეს.

„იმდენად ბევრია დამპალი კარტოფილი, რომ დღემდე ყრიან. ჩემი შეფასებით, დაახლოებით 1000 ტონაზე მეტი კარტოფილი მოხვდა ნაგავსაყრელზე. სოფლელმა რა ჰქნას, გამოსავალი არ არის, ცოტა რომ ყოფილიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა კონტეინერებში, სანაგვე ურნებში ჩაყრით პრობლემის მოგვარება“, – თქვა სოფელ ხანდოში ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა აშოტ საჰარიანმა.

hotac kartol

გარდა ამისამან ასევე დაამატა, რომ არიან ადამიანები რომლებმაც ნაკვეთში ან საწყობის უკანა მხარეს ორმოები გათხარეს და იქ დაყარეს გაფუჭებული კარტოფილი, მაგრამ ეს სისტემურ ხასიათს არ ატარებს და შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არ არის.

„მალარიის ბუდეს წარმოადგენს, საშინელი სუნი მოდის, თუ ზომებს არ მივიღებთ საშინელება მოხდება, ეს პირველ რიგში ჩვენს ჯანმრთელობას მიაყენებს ზიანს“, – დაამატა აშოტ საჰარიანმა.

ხანდოში ახალქალაქის მერის წარმომადგენლის აშოტ საჰარიანისა და ფერმერების ინიციატივით, სოფლის მსხვილმა ფერმერებმა თანხა შეაგროვეს და ნაგავსაყრელზე ტრაქტორით გასწორების სამუშაოები ჩაატარეს.

hartecrac axb

„ტრაქტორით გაასწორეს და მიწა დააყარეს, მაგრამ ნაგავსაყრელი ბოლომდე არ დაფარულა. ელოდებიან კარტოფილის გაყიდვა- თესვა როდის დასრულდება, მერე ახალ მიწას დააყრიან და დაფარავენ მიწით. სოფლელებმა თავიანთი გადაწყვეტილებით გააკეთეს ეს“, – თქვა ახალქალაქის მომსახურების ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა.

სოფლელების შეფასებით, წელს 1000 ტონაზე მეტი კარტოფილია გადაყრილი და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ვიდრე ხალხი საბოლოოდ არ გაყიდის კარტოფილს.

axb xando

შეგახსენებთ, რომ ხანდოს ხელოვნური ნაგავსაყრელი სოფლელებმა თავად დააარსეს 2000-იანი წლების დასაწყისში. ათწლეულების შემდეგ, საბოლოოდ შესაძლებელი გახდა მისი გაწმენდა და დახურვა, თუმცა ეს ხანმოკლე აღმოჩნდა. 2024 წლის შემოდგომაზე ამინდის რთული პირობების გამო სოფლელებმა დროულად ვერ მოასწრეს მოსავლის აღება, რის შედეგადაც კარტოფილის მოსავლის 40-50 პროცენტი გაიყინა და გაფუჭებული კარტოფილი კვლავ გაწმენდილ ნაგავსაყრელზე დაყარეს.

გაფუჭებული კარტოფილი გარემოში მეთანს გამოყოფს, ანუ ფერმენტაცია ხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიწით დაფარვა ან ტერიტორიიდან გაწმენდა.

მეთანი (CH4) ძლიერი სათბური გაზია, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გარემოზე.

მეთანი მიწის დონეზე ოზონის (O3) წარმოქმნის წინაპირობაა. როდესაც მეთანი ატმოსფეროში გამოიყოფა, ის მზის სინათლის თანდასწრებით სხვა დამაბინძურებლებთან ურთიერთქმედებს და წარმოქმნის ოზონს. ხმელეთის ოზონი მავნე ჰაერის დამაბინძურებელია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები.

წაიკითხეთ ასევე:

ხანდოს „აღორძინებული“ პრობლემა

ხანდოს ნაგავსაყრელი იკეტება
სოფელ ხანდოში ხელოვნურ წყალსაცავს აშენებენ