საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი პირველ კვარტალში მკვეთრად გაიზარდა. „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ 43 465 ტონა პროდუქციის გაყიდვიდან 13 მილიონ 461 ათასი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ახალი ან გაყინული კარტოფილის ექსპორტი 358 ათას დოლარს არ აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 1077 ტონას შეადგენდა. ზრდამ 3652% შეადგინა. საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი წლის ამ დროისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, კარტოფილის საგარეო გაყიდვების მოცულობა 3 თვეში აღემატება ამ პროდუქტის 2024 წლის მთლიან ექსპორტს [7.5 მილიონი აშშ დოლარი, 35,002 ტონა].

წლის დასაწყისში ქვეყნიდან კარტოფილის ექსპორტის გეოგრაფიაც გაფართოვდა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიტანეთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის პირველ 3 თვეში კარტოფილი მხოლოდ აზერბაიჯანში გავყიდეთ.

ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი 2025 წლის იანვარ-მარტისთვის შემდეგია:

• რუსეთი: 10.1 მილიონი აშშ დოლარი- 25,705 ტონა,
• აზერბაიჯანი: 2.6 მილიონი აშშ დოლარი- 14,528 ტონა,
• სომხეთი: 521 ათასი აშშ დოლარი- 2447 ტონა,
• ყაზახეთი: 84 ათასი აშშ დოლარი- 394 ტონა,
• თურქმენეთი: 47 ათასი აშშ დოლარი- 239 ტონა,
• მოლდოვა: 18 ათასი აშშ დოლარი- 129 ტონა,
• უზბეკეთი: 4 ათასი დოლარი- 22 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველოში 221 100 ტონა კარტოფილი იქნა წარმოებული, რაც 12.1%-იან წლიური ზრდას შეადგენს. მოსავლიანობა 2023 წელთან შედარებით 3.4 ტონით გაიზარდა და ჰექტარზე 15 ტონნამდე მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში საქართველომ მხოლოდ 2,277 ტონა კარტოფილი შეიძინა 894,000 აშშ დოლარად, რაც ღირებულებით ოდნავ აღემატება გასული წლის იმპორტს, მაგრამ მოცულობით ნაკლებია [817,000 აშშ დოლარი, 2,605 ტონა].

პირველ კვარტალში საქართველომ კარტოფილი თურქეთიდან [452 ათასი დოლარი, 1807 ტონა], გერმანიიდან [224 ათასი დოლარი, 176 ტონა], ეგვიპტიდან [127 ათასი დოლარი, 196 ტონა], ნიდერლანდებიდან [85 ათასი დოლარი, 75 ტონა] და უზბეკეთიდან [5 ათასი დოლარი, 22 ტონა] შემოიტანა.
2024 წელს საქართველომ 6 493 ტონა კარტოფილი შემოიტანა 2 მილიონ 411 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით, რაც 2023 წლის მონაცემებზე დაბალია [7.7 მილიონი აშშ დოლარი, 23 210 ტონა].