ეს მდინარე აბლარია, რომელიც ორ სოფელში მიედინება- კულიკამსა და ხულგუმოში. სოფელ ხულგუმოს ბოლოს, სადაც აბლარი ფარავანას უერთდება, მდინარის შესართავთან რკინის კაშხალია, სადაც მოსახლეობის მიერ მდინარეში გადაყრილი ნაგავი გროვდება. წყალი ჭუჭყიანია და მდინარის კალაპოტი ნაგვით არის სავსე, თუმცა ეს მდინარე ადრე იმდენად სუფთა იყო, რომ ხალხი აქ ცურავდა.

azb get

სოფელ კულიკამისა და ხულგუმოს მაცხოვრებლები საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებს მდინარეში ყრიან, რადგან მიჩვეულნი არიან. ტერიტორიაზე დამონტაჟებული ნაგვის ურნები მათთვის შორს ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სოფელში ნაგვის ურნები დამონტაჟებულია და ნაგვის შეგროვება რეგულარულად ხორციელდება.

მდინარეების გაწმენდა ახალქალაქის მომსახურების ცენტრის უფლებამოსილებაში არ შედის.

„ამ ტერიტორიაზე ჰესია, ამიტომ მდინარეზე ხელოვნური კაშხალია აშენებული, მდინარეში მოხვედრილი ნარჩენები ამ ადგილზე გროვდება. მდინარეების გაწმენდა ჩვენს უფლებამოსილებაში არ შედის. თუ ჰესის მფლობელი ჩვენთან გააფორმებს ხელშეკრულებას, მაშინ ვალდებული ვიქნებით, რომ რეგულარულად გავწმინდოთ“, — განაცხადა ახალქალაქის მომსახურების ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მდინარეებსა და ტბებზე სისუფთავის კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის დეპარტამენტის ეკოლოგიის განყოფილება. გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ახალციხედან წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან, ათვალიერებენ და ამოწმებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც კონტროლის ქვეშაა. დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე წერილობით გაფრთხილებას აძლევენ, ხოლო თუ შემდეგ ისევ განმეორდა- აჯარიმებენ.

Jnews-ი შემდეგ სტატიებში დეტალურად წარმოგიდგენთ, თუ რა კონკრეტულ მექანიზმებს იყენებს გარემოს დაცვის დეპარტამენტის ეკოლოგიის განყოფილება ჰესების მფლობელებისა თუ კერძო პირების მიმართ.

get zibil

მდინარე აბლარში არა მხოლოდ პლასტმასის კონტეინერები და შუშის ბოთლები, არამედ მკვდარი ცხოველებიც გვხვდება.

მაშინაც კი, თუ მდინარე აბლარი ყოველთვიურად გაიწმინდება, ის დაბინძურებული იქნება მანამ, სანამ სოფლის მაცხოვრებლები ნაგავს მდინარეში გადაყრიან . დასუფთავების სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, მაგრამ ეს სურათი ჩვენი მაცხოვრებლების მსუბუქი ხელის დამსახურებაა.