მსოფლიო იმუნიზაციის კვირეული 27 აპრილიდან 3 მაისამდე იმართება. მისი მიზანია ერთობლივი მოქმედების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ვაქცინების გამოყენების ხელშეწყობა, რათა ყველა ასაკის ადამიანი სხვადასხვა დაავადებისგან დაიცვას. ახალქალაქიც შეუერთდა მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულს.

ახალქალაქის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ბავშვებს ახალქალაქში გავრცელებული ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ. ვაქცინაცია შესაძლებელია როგორც ქალაქის საავადმყოფოში, ასევე სოფლებში არსებულ სამედიცინო ცენტრებში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ამ კვირის განმავლობაში ჩავიტაროთ იმ ბავშვების ვაქცინაცია, რომლებსაც არ გაუვლიათ იმუნიზაცია, მაგალითად წითელას წინააღმდეგ. ბავშვები წითელას წინააღმდეგ ვაქცინაციას იტარებენ 1 და 5 წლის ასაკში, მაგრამ თუ ბავშვი საერთოდ არ არის აცრილი, პირველი აცრა შეიძლება გაკეთდეს ახლა, ხოლო მეორე – 3 თვის შემდეგ, რათა ვაქცინაცია სრულყოფილი იყოს.“

იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში ტარდება BCG-ს, ჰეპატიტის, პნევმონიის, როტავირუსული ინფექციის, პაპილომავირუსის, გრიპის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო აცრები. „ზოგადად, ნებისმიერი ვაქცინა ქალაქის საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი“, – ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი.

ამ დროისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რადგან მაცხოვრებლები სამედიცინო დახმარებას არ მიმართავენ, ახალქალაქში ორი ვირუსია გავრცელებული: კოქსაკი და წითელა, ეს უკანასკნელი კი გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

„სოფლებში და ქალაქში არის კოქსაკის ვირუსის შემთხვევები, მაგრამ შემთხვევების ოფიციალური რეგისტრაციები არ არსებობს. თუმცა, ყველაზე მთავარი წითელაა. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჩაიტარონ ვაქცინაცია ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რეგისტრირებულია წითელას სულ 6 შემთხვევა, მაგრამ ფაქტობრივად უფრო ბევრი შემთხვევეია .არც საბავშვო ბაღები და არც სკოლები ოფიციალურად არ არის დაკეტილი კარანტინისთვის, მაგრამ ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში კლასი არ ესწრება გაკვეთილებს, რადგან 8 ადამიანი წითელათია დაავადებული“,- ამატებს სირანუშ ტონაკანიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობს მსოფლიოს ქვეყნებთან ვაქცინებისა და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და მთავრობებს აწვდის იმ სახელმძღვანელოსა და ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია მაღალი ხარისხის იმუნიზაციის პროგრამების განსახორციელებლად.

მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულის საბოლოო მიზანია უზრუნველყოს, რომ უფრო მეტი ადამიანი და მათი თემები იყვნენ დაცული ვაქცინაციის გზით პრევენცირებადი დაავადებებისგან.