ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე სადრენაჟე არხის გაყვანა მიმდინარეობს. სამუშაოებზე ტენდერი ჩატარდა.

2d8e7afb-0a2b-4db1-a649-2148c7bf8272

ტენდერში გ ინდმეწარმე დაიანა მანუკიანმა 26 199,47 ლარით გაიმარჯვა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დაწყება და დასრულება გათვალისწინებულია 2025 წლის 15 აპრილიდან 25 მაისამდე, 40 კალენდარული დღის განმავლობაში.

საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორ) წელს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის მომენტიდან.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე ტენდერია, პირველი ტენდერი არ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო.

0ca61da5-e645-4d6d-a422-791c26f17607

ტენდერის თანახმად, იგეგმება არსებული სადრენაჟე მილისა და არხის გაწმენდა გრუნტისგან, ქუჩის ორივე მხრის ბეტონის ფილების დემონტაჟი, 530 მმ-იანი სანიაღვრე მილის დამონტაჟება, ლითონის ცხაურის დაყენება და სხვა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის- არა მოსისიანის თქმით, არხი გაიწმინდება და ასევე მოხდება გზის კიდეების ბეტონირება.

გევორგ ჯანოიან