დღეს-29 აპრილს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ცეკვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ახალქალაქის ცენტრში დაიწყო. კულტურის სახლის დირექტორი, მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და ახალქალაქის სურბა ხაჩ (წმინდა ჯვრის) ეკლესიის სულიერი მოძღვარი მამა ნარეკ ტიგრანიანი, მუნიციპალიტეტის ყველა საცეკვაო ანსამბლი და ქორეოგრაფი კულტურის სახლთან შეიკრიბნენ და ჯგუფური ფოტოს გადაღების შემდეგ ახალქალაქის ცენტრალური პარკისკენ გაემართნენ.

pari or 1

ღონისძიებაში 20 საცეკვაო ჯგუფი მონაწილეობდა, რომელთაგან – 17 სოფლებიდან იყო მოწვეული. ჯგუფებმა შეასრულეს როგორც ეროვნული, ტრადიციული ასევე თანამედროვე ცეკვები.

pari or 5

pari or 2

pari or 3

pari or 4

კულტურის სახლის დირექტორმა- ალიკ ქსპოიანმა განაცხადა:
„როგორც ყოველ წელს, ამ დღეს- 29 აპრილს, მთელი მსოფლიო ცეკვის საერთაშორისო დღეს აღინიშნავს და ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვართ“.ცეკვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში ალბათ 10 წელია აღინიშნება.“

კითხვაზე- იყვნენ თუ არა გარედან სტუმრები, ქსპოიანმა გვიპასუხა: „გარედან სტუმრები არ არიან, რადგან ყველგან ამ დღეს აღნიშნავენ და ზეიმობენ“.

ღონისძიების დასასრულს, ქორეოგრაფები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

pari or 6

ფენია თოროსიან