
ახალქალაქში 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ჰაერის ტემპერატურა -3°-დან 18°-მდე იქნება. ხანმოკლე და ძლიერი წვიმაც არის მოსალოდნელი.
დღეს 28 აპრილს (ორშაბათი)
აღმოსავლეთ საქართველოში დროდადრო ღრუბლიანობას მოუმატებს. ასევე ხანმოკლე წვიამაა მოსალოდნელი.დასავლეთიდან 10-15 მ/წმ ქარი იქნება, ზოგან ძლიერი- 20-25 მ/წმ. მაღალმთიან რეგიონებში ღამით 0, +5° გრადუსი, დღისით კი +5, +10° იქნება.
29 აპრილის – სამშაბათს
აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამით ზოგიერთ რაიონში, ხოლო დღისით უმეტეს რაიონში წვიმა იქნება. მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი იქნება, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ნისლიც იყოს.
ღამით ქარი დასავლეთის მიმართულებიდან დაუბერავს, დღისით კი აღმოსავლეთის მიმართულებიდან 10-15 მ/წმ სიჩქარით. დღისით, ქარის სიჩქარე ზოგან 17-22 მეტრ/წმ-მდე გაძლიერდება. მაღალი სიმაღლის ზონებში, ღამით -3, +2° გრადუსი იქნება , დღისით – 0, +5°, ზოგან +13°-მდე აიწევს.
30 აპრილის- ოთხშაბათს კი შემდეგი ამინდია მოსალოდნელი
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, ღამით მაღალმთიან ზონებში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ნისლიც იყოს. ქარი დაუბერავს აღმოსავლეთის მიმართულებით 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. მაღალმთიან ზონებში ღამით -3, +2°გრადუსი , დღისით +8, +13°, ზოგან +18°-მდე იქნება.