ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, სადაც, მსოფლიოს სხვა მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ოფიციალური დელეგაციაც იმყოფება.

სამგლოვიარო მსვლელობაში ასობით ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. პროცესია რომის მთავარი ღირსშესანიშნაობების, მათ შორის კოლიზეუმის ჩათვლით, გაივლის. მსვლელობა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდება. პაპ ფრანცისკეს ვატიკანს გარეთ, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.