
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
სინოპტიკოსების ცნობით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა (ზოგან ძლიერი), შესაძლებელია ელვაც, ასევე ნისლი, სეტყვა და ხანმოკლე , მაგრამ ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია- „მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს წყლის დონე საქართველოს მდინარეებში და გამოიწვიოს მეწყერი და ღვარცოფი ქვეყნის ბორცვიან და მთიან რეგიონებში (საფრთხის დონე საშუალოა)“.