ახალქალაქ-კარწახის საერთაშორისო ავტომაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაცვლად,განხორციელდა მისი გასწორების სამუშაოები. სამუშაოები ჩატარდა ერთი კვირის წინ. აღნიშნული გზის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია „ჯავახავტოგზამ“, თუმცა ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

Jnews-მა არაერთხელ შეეხო ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის სავალალო მდგომარეობას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის- არა მოვსისიანის თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრმა სამველ მანუკიანმა და მერმა მელკონ მაკარიანმა გზების დეპარტამენტს მიმართეს, გზის შეკეთებამდე ამ მონაკვეთზე გასწორებისა და ორმოების შევსების სამუშაოები ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისთვის ორი ტენდერი ჩატარდა. ორივეში გაიმარჯვა კომპანია „ჯავახავტოგზამ“. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მონაკვეთებზე: საერთაშორისო ავტომაგისტრალის კმ3-კმ7.8 და კმ8.8-კმ16.

პირველ ტენდერში კომპანიამ გაიმარჯვა 2 772 000.00 ლარით, ხოლო მეორე ტენდერში – 4 488 000.00 ლარით.

ასევე წაიკითხეთ:

ახალქალაქი-კარწახის გზის რეაბილიტაცია დროში იწელება

ტვირთის გადაზიდვა დანგრეულ გზაზე- როდის მოხდება ახალქალაქი-კარწახის გზის რეკონსტრუქცია?

გევორგ ჯანოიან