ამინდების დათბობასთან ერთად, ტავშანკას დასასვენებელი ზონა ხალხმრავალი ხდება. ფაცხებიც კი არ არის საკმარისი ვიზიტორთა რაოდენობისთვის. დასასვენებელი ზონის შესასვლელი გუშინ საღამომდე სავსე იყო ნაგვით, ხოლო ფაცხების ტერიტორია ახლაც ნაგვით არის დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების ცენტრიდან გვარწმუნებენ, რომ უახლოეს დღეებში მთლიანად გაასუფთავებენ ტერიტორიას, ეს არა მხოლოდ ტერიტორიის დაბინძურებაა, არამედ გამოუსწორებელი ზიანია ბუნებისთვის.

Jnews-ის თანამშრომლების ინიციატივით, გუშინ დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა ტავშანკას დასასვენებელი ზონის ტერიტორიაზე. მიზანი იყო, ეცადათ ხალხის წახალისება, გამხდარიყვნენ მშობლიური ქალაქისა და სოფლის დასუფთავების მონაწილეები, ასევე მოუწოდონ დასასვენებელი ზონის ტერიტორიაზე დამსვენებლებს, დასვენების შემდეგ აეკრიფათ ნაგავი.

zibil tavshanka1

ტავშანკას დასასვენებელი ზონა მთლიანად ნაგვით იყო დაფარული. ნაგავში ყველაზე მეტად პლასტმასის ჭურჭელი და პოლიეთილენის პარკებია, რომელსაც ქარი ადვილად ავრცელებს.

დასასვენებელი ზონისკენ მიმავალი გზის დაახლოებით ერთი ჰექტარი ფართობი Jnews-ის თანამშრომლებმა ნაგვისგან გაწმინდეს.

zibil tavshanka

დასუფთავების სამუშაოების ჩატარებისას Jnews-მა ორი საინტერესო ფაქტი დააფიქსირა.

როდესაც Jnews-ის თანამშრომლები ტავშანკას დასასვენებელ ზონაში მივიდნენ, იმ დროს ორი მამაკაცი ბოთლებიდან რაღაცას სვამდა. ისინი მოულოდნელობისგან სწრაფად ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათთან სხვა მანქანა მივიდა. მანქანის მძღოლმა ჯერ მადლობა გადაუხადა ტერიტორიის გასუფთავებისთვის, შემდეგ კი დაინტერესდა, თუ ვინ იყვნენ და ვისი ინიციატივით აგროვებდნენ ნაგავს. მან ასევე თქვა, რომ თვითონაც მეგობრებთან ერთად რამდენჯერმე გაასუფთავა ეს ტერიტორია, მაგრამ უშედეგოდ, ხალხი მაინც სადაც მოხვდება იქ ყრის ნაგავს.

„ჩვენი ხალხი არ არის მიჩვეული დაყრის შემდეგ ნაგვის აღებას და დასუფთავებას, სადაც უნდათ იქ ყრიან“, – თქვა მან.

zibil tavshanka3

ზამთარში ტავშანკას დასასვენებელ ზონას ახალქალაქის მომსახურების ცენტრი არ ასუფთავებს. თუმცა, ამინდების დათბობასთან ერთად, ცენტრი ნაგვის გატანას იწყებს.

„ყოველ კვირას ვაგროვებთ ნაგავს, ყოველ ორშაბათს ვასუფთავებთ, რადგან სეზონის გახსნის შემდეგ ხალხი ძირითადად შაბათ-კვირას იქ მიდის დასასვენებლად. ორშაბათობით კი ყველა ფაცხას ვასუფთავებინებთ. თუ არ ავკრიფეთ, ვერ წარმოიდგენთ რა მოხდება“, – თქვა მხითარ რსტაკიანმა.

დასასვენებელ ზონაში ნაგვის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სანაგვე კონტეინერების არარსებობაა. სწორედ ამიტომ პოლიეთილენის პარკები ტყის სიღრმეშიც კი აღწევს. საქმე ისაა, რომ ზამთრში მომსახურების ცენტრი სანაგვე კონტეინერები გააქვს და აყენებს მხოლოდ ამინდების დათბობასთან ერთად.

„ორ დღეში ნაგვის კონტეინერებს დავამონტაჟებთ. ზამთარში კონტეინერები იმიტომ ავიღეთ, რომ შეიძლება მოიპარონ. ერთი ურნა 2000 ლარი ღირს, წარმოიდგინეთ თუ მოიპარეს“, – თქვა მომსახურების ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა.

zibil tavshanka4

ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ნაგვის დაყრა და აკრეფა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დედა ბუნებას. არადეგრადირებადი ნაგავი მსოფლიოს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს.