დღეს, 23 აპრილს, თბილისში კიდევ ერთხელ ისმოდა სამართლიანობის მოთხოვნა და 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ჩირაღდნებით მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას ასობით ადამიანი დაესწრო, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ანთებული ჩირაღდნებით დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში, პატივი მიაგეს უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და გამოთქვეს თავიანთი მოთხოვნა აღიარებისა და დაგმობის შესახებ.

მსვლელობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც თბილისში- ისნის სადგურიდან ავლაბარის წმინდა ეჯმიაწინის ტაძრისკენ მიემართა.

მსვლელობის მონაწილეებმა პატრიოტული მუსიკის ქვეშ დაიწყეს მსვლელობა, აფრიალებდნენ საქართველოსა და სომხეთის დროშას, ასევე ბანერებს რომლებზეც „გვახსოვს და ვითხოვთ“ წარწერა იყო.

jahert 3

jahert 2

jahert

მსვლელობის დასასრულს მონაწილეებმა სანთლები აანთეს და მდუმარე ლოცვით გაიხსენეს მილიონნახევარი მოწამე.

ეს ღონისძიება არა მხოლოდ ხსოვნის წუთია, არამედ გაგრძელებული ბრძოლის სიმბოლოც – საერთაშორისო აღიარებისა და გენოციდების პრევენციის მიმართულებით. ჩირაღდნებით მსვლელობა თბილისში ყოველწლიურად ტარდება და ახალგაზრდობის იდენტობისა და ისტორიული სამართლიანობის ბრძოლის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა.

jahert 2

jahert 1

jahert 3

jahert 4

jahert 5

შეგახსენებთ, რომ ხვალ 24 აპრილს 12 საათზე სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, შესრულდება შუამდგომლობის წესი და პატივი მიეგება 1915წელს მომხდარ სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნას, ხოლო 14:00 საათზე გაიმართება მოთხოვნის აქცია თურქეთის საელჩოს წინ.