დღეს საღამოს ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარის ტერიტორიიდან სლოგანით „ნუ უარყოფ“ დაიწყო ტრადიციული ჩირაღდნებით მსვლელობა, რომელიც სომხეთის გენოციდის 110-ე წლისთავს მიეძღვნა.

მსვლელობის დაწყებამდე ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის წევრებმა მონაწილეებს ჩირაღდნები, პლაკატები და დროშები დაურიგეს.

ert1

ert2

ert3

ახალქალაქის ციხესიმაგრეების ტერიტორიიდან ჩირაღდნები ხელში ჯვრის ეკლესიის ეზოსკენ დაიძრნენ. სკანდირებდნენ „არ უარყო“.

ert4

ert5

ert6

ახალქალაქში ჩირაღდნის მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ- ახალქალაქის წმინდა ჯვრის ეკლესიის მღვდელი მამა ნარეკ ტიგრანიანი და სოფელ არაგოვას- მამა დავით კიურეღიანი.

ert7

მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, ასევე მერიის სხვა თანამშრომლები.

ert8

ert9

ert10

ert13

ჩირაღდნებით მსვლელობის მონაწილეები პერიოდულად სკანდირებდნენ მოწოდებას „ნუ უარყოფ“ და მოითხოვდნენ, რომ საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლება ეღიარებინა სომეხთა გენოციდი.

ert11

ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის წევრებმა და მამა ნარეკ ტიგრანიანმა სურბ ხაჩ ტაძრის ეზოში სიტყვით გამოვიდნენ.

ert12