
მე-5 სკოლის (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) ტერიტორიაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს ასრულებენ.
მშენებლობას ახორციელებს კომპანია „IKB Build“ 1 657 000 ლარად. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადა რამდენჯერმე გადაიდო.
იმის გასარკვევად, თუ სამუშაოები როდის დასრულდება და რა ეტაპზეა, Jnews-მა ახალაშენებულ საბავშვო ბაღს ესტუმრა, სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს- გურამ აბულაძეს ვესაუბრეთ.
ამ უკანასკნელმა ასევე აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო, თუმცა უამინდობის გამო სამუშაოს ბოლომდე მიყვანას ვერ ახერხებენ.
„დარჩენილია მხოლოდ ტროტუარების კეთილმოწყობის დასრულება, დანარჩენი ყველა სამუშაო (შენობის მშენებლობა, რემონტი, წყალმომარაგება, სათამაშო მოედნები, ავეჯი, გათბობა, ელექტროენერგია და სხვ.) უკვე დასრულებულია,“ – განაცხადა გურამმა.
მისი თქმით, ტროტუარების კეთილმოწყობაზე ამ დროისთვის ოთხი ადამიანი მუშაობს.
„რადგან მერიასთან ახლახან მიაღწიეს შეთანხმებას, შესაძლოა სამუშაოები ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდეს. აღდგომის გამო მუშაობა 2 დღით შევაჩერეთ. თან კვლავ დაიწყო ცუდი ამინდები, ცოტაც რომ იწვიმოს, ვერ ვიმუშავებთ“,- დაამატა გურამმა.
ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაჰიტ ასათურიანი ამბობს, რომ ახალქალაქელი ბავშვები ახლა სოფლების საბავშვო ბაღებში დადიან, როცა ახალი საბავშვო ბაღი ამოქმედდება, ბავშვები გადავლნენ ახალ ბაღში.
კითხვაზე, ექნებათ თუ არა ახალ საბავშვო ბაღში სიარულის უფლება იმ ბავშვებს, რომლებიც ამჟამად არცერთ საბავშვო ბაღში არ დადიან, ანაჰიტ ასატურიანმა გვიპასუხა:
„თუ საკმარისი რაოდენობის ადგილები იქნება, მაშინ დიახ. ახალი საბავშვო ბაღი დაახლოებით 160 ბავშვზეა გათვლილი“.
ფენია თოროსიან