ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლებში აქტიურად განიხილავენ საკითხს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ზოგ სკოლაში მასწავლებლებს დამატებითი ანაზღაურება გადაეცათ, ზოგში კი- არა.

Jnews-მა ეს თემა გააშუქა.

საქართველოს ზოგ სკოლაში მასწავლებლები საახალწლო და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგ სკოლაში მასწავლებლებს სხვადასხვა ოდენობის პრემიები გადაეცათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა სკოლის მასწავლებელს არ მიუღია დამატებითი ანაზღაურება.

Jnews-მა მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, რათა გაარკვიოს, რით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მომუშავე მასწავლებელთა ნაწილი დამატებით ანაზღაურებას იღებს, ხოლო ნაწილი-არა, ასევე, რა ოდენობით შემოიფარგლება ეს დამატებითი ანაზღაურება.

სამინისტროდან გვიპასუხეს:
„სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მას აქვს საკუთარი ბიუჯეტი და თავად განკარგავს მას. სკოლა თვითონ წყვეტს გასაცემი პრემიების ოდენობას.“

სკოლა მასწავლებელთა დანამატს ბიუჯეტიდან უზრუნველყოფს, შესაბამისად, თანხის ოდენობასაც სკოლა განსაზღვრავს.