
თურქეთში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით თურქული მედია გვაცნობებს.
თურქეთის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 6,2 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.