
2025 წლის პირველ კვარტალში საცხოვრებელი ფართის ფასების ინდექსი (RPPI) წინა კვარტალთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდიკატორის წლიურმა ზრდამ 11.5 პროცენტი შეადგინა. ამ საკითხთან დაკავშირებულ მონაცემებს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო.
მათი მონაცემებით, მაჩვენებელი 2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 57.6%-ით გაიზარდა. მაჩვენებელი მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიან შენობებს (ბინებს), ისე კერძო სახლებს.
საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ინფლაცია დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელ საბინაო სექტორში (2.2%), ასევე კერძო სახლების სექტორში (1.8%).
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ამ წლის იანვარ-მარტში, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 13.5 პროცენტით.