დღეს-23 აპრილს, საღამოს 19:00 საათზე დაიწყება ტრადიციული ჩირაღდნებით მსვლელობა, რომელიც ეძღვნება სომეხთა გენოციდის 110-ე წლისთავს.

ჩირაღდნებით მსვლელობა დაიწყება ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარის ტერიტორიიდან სურბ ხაჩ (წმინდა ჯვრის) ეკლესიისკენ. მსვლელობის ორგანიზატორია ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირი. ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ შეუერთდნენ ჩირაღდნებით მსვლელობას.

„გახდი ჩირაღდნის მატარებელი და შეუერთდი ჭეშმარიტებისთვის ჩვენს სამართლიან ბრძოლას“, – ვკითხულობთ ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.