ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 618,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აქედან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ექსპორტმა 1 401.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 5.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტმა 4 217.4 მილიონი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2 816,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50,1 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან შეერთებული შტატები 669,2 მლნ აშშ დოლარით, თურქეთი 663,3 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი 642,8 მლნ აშშ დოლარით.