საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 108%-ით, ექსპორტი კი 409%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში 1 565 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა (27.871 მლნ დოლარის ღირებულების), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 752 ერთეული (15.032 მლნ დოლარი).

იმპორტთან ერთად იზრდება რეექსპორტიც. კერძოდ, წელს ქვეყნიდან გავიდა 433 ელექტრომობილი (11.774 მლნ დოლარის ღირებულების), 2024 წლის სამ თვეში კი მხოლოდ 85 ერთეული (2.528 მლნ დოლარის).

აღსანიშნავია, რომ როგორც გასულ წელს, 2025-შიც ელექტრომობილების იმპორტში პირველი ადგილი აშშ-მ დაიკავა, რომელსაც მოსდევს ჩინეთი. ექსპორტის მიმართულებით კი უკრაინა წელს სომხეთმა ჩაანაცვლა. საქსტატის მონაცემებით, მეზობელ ქვეყანაზე ელექტრომობილების მთლიანი რეექსპორტის მესამედი მოდის.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ელექტრომობილები იყიდა: (2025 წლის იანვარ-მარტი)

 

  • აშშ – 1 192 ერთეული (17.448 მლნ დოლარი)ჩინეთი – 173 ერთეული (4.095 მლნ დოლარი)
  • იაპონია – 71 ერთეული (486.1 ათასი დოლარი)
  • ბელგია – 43 ერთეული (1.775 მლნ დოლარი)
  • გერმანია – 40 ერთეული (2.235 მლნ დოლარი)

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ელექტრომობილები გაიყიდა: (2025 წლის იანვარ-მარტი)

  • სომხეთი – 139 ერთეული (4.395 მლნ დოლარი)
  • ყირგიზეთი – 129 ერთეული (3.801 მლნ დოლარი)
  • ყაზახეთი – 94 ერთეული (2.116 მლნ დოლარი)
  • უზბეკეთი – 28 ერთეული (604 ათასი დოლარი)
  • აზერბაიჯანი – 21 ერთეული (398.8 ათასი დოლარი

რაც შეეხება მთლიანად მსუბუქ ავტომობილებს, წელს შემცირებულია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც (რაოდენობა). კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 35 796 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა (622.207 მლნ დოლარის ღირებულების), გასულ წელს – 41 932 ერთეული (620.306 მლნ დოლარის). რეექსპორტზე კი წელს სამ თვეში გავიდა 20 249 მანქანა (500.662 მლნ დოლარის), 2024-ში კი 20 640 ერთეული (443.815 მლნ დოლარის).