
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 23-25 აპრილს დროდადრო ხანმოკლე წვიმა და ელვაა მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში ნალექი შეინიშნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) იზოლირებულ ადგილებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება.