ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოშია. ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურ
ვიზიტი დღეს, 22 აპრილს დაიწყო და 24 აპრილს დასრულდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 აპრილს ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

„დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკონონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.