
კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ვატიკანი გვაცნობებს.
არგენტინის კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო რომის კათოლიკური ეკლესიის პაპად იქნა არჩეული 2013 წლის 13 მარტს. ის იყო პირველი პაპი, რომელმაც ჩრდილოეთ ან სამხრეთ ამერიკიდან იქნა არჩეული, და პირველი, რომელმაც სახელად ფრანცისკე აირჩია.
რომის პაპი ფრანცისკე რომის Gemelli Hospital-ში მძიმე პნევმონიით 14 თებერვალს გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა. ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ის საავადმყოფოდან გაწერეს.