დღეს- 20 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა.დღესასწაული ეკლესიებში დაიწყო ღვთისმსახურებებითა და ანდასტანით.წმინდა ლიტურგია სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა აღავლინა.

ეპარქიის წინამძღვარმა, აღდგომის მნიშვნელობაზე საუბრისას სააღდგომო ქადაგებაში აღნიშნა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კეთილის ბოროტზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულია.მან დალოცა აღდგომის სიმბოლოები – შეღებილი კვერცხები, რომლებიც შემდეგ მორწმუნეებს დაურიგეს.

zatik 2

zatik 1

კურთხევის ლოცვის შემდგომ ეკლესიის ეზოში გაბრწყინდა დღესასწაულის ატმოსფერო- მაგიდებზე დალაგდა ფერადი კვერცხები და მორწმუნეებმა ტრადიციულად დაიწყეს კვერცხებით ბრძოლა.

zatik

ორშაბათს, ეკლესიებში აღვლენილი წმინდა წირვის შემდეგ, მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულება.

გუშინ-19 აპრილს კი, დიდი შაბათის საღამოს, იესო ქრისტეს წმინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჩატარდა ჭრაგალუიცის წმინდა ლიტურგია.წმ. ლიტურგიის დასასრულს მორწმუნეებმა დაშვებული სასანთლედან დაანთეს თავიანთი სანთლები და მაცხოვრის ლოცვა-კურთხევა მიღებული შინ დაბრუნდნენ, თან წაიღეს უფლის აღდგომის წმიდა სინათლე.

jragaluyc 2

jragaluyc