სომხური სამოციქულო ეკლესია და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს- 20 აპრილს, იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.ეს დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ხუთ დღესასწაულს შორის ერთ-ერთი მთავარია.

zatik

ჩვენი ღვთის, იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს „აღდგომა” ჰქვია, სომხური სიტყვა „ზატიკ (აღდგომა), სავარაუდოდ, სიტყვა „აზატუთიუნ“, „აზატველ” (თავისუფლება, გათავისუფლება) სიტყვიდან მოდის და ტანჯვისგან, ბოროტებისა და სიკვდილისგან გათავისუფლებას ნიშნავს. მისი მნიშვნელობა სიკვდილიდან ახალ ცხოვრებამდე, მიწიდან ზეცისკენ გადასვლას ნიშნავს.

pasxa gruzinskaya cerkov

ჯავახეთში აღდგომა ყველაზე საყვარელ საეკლესიო დღესასწაულების შორისაა.ახალქალაქის სურბ ჯვარის ეკლესიაში იმყოფებოდა აივაზიანების ოჯახი, ისინი წელს ტაძრის „ხაჩქავორ“-ები ( ჯვრის ნათლია) არიან.

cerkov zatik

ტაძარში წირვის შემდეგ კვერცხების კურთხევა გაიმართა და მორწმუნეებს დაურიგეს.

zatik2

წმინდა აღდგომის სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია შეღებილი კვერცხი, მწვანილი, ბრინჯის ფლავი ქიშმიშით, თევზი და ღვინო. კვერცხი აღდგომისა და ახალი ცხოვრების დაბადების სიმბოლოა, ხოლო წითელი ფერი ჯვარცმული ქრისტეს სისხლს განასახიერებს.

zatik1

pasxa cerkov gruzinskaya